არადა შესვლა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

განახლდა: 2026 წლის 22 ოქტომბერი

1ზოგადი

ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ქართული სიტყვების თამაში „არადა“ (arada.ge). მონაცემებზე პასუხისმგებელია არადა. თამაშის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკას.

2ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ანგარიშის მონაცემები: სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი. პაროლი ინახება შეუქცევადად დაშიფრული (ჰეშირებული) სახით — მას ვერავინ ხედავს, მათ შორის ჩვენც.
  • Google-ით ან Facebook-ით შესვლისას: სახელი, ელექტრონული ფოსტა, პროფილის სურათი და ანგარიშის იდენტიფიკატორი ამ სერვისში.
  • თამაშის მონაცემები: პარტიები, ქულები, რეიტინგი, მონეტები, შეძენილი ნივთები და გაგზავნილი თუ მიღებული საჩუქრები.
  • გადახდის მონაცემები: შეკვეთის ჩანაწერი (პაკეტი, თანხა, სტატუსი). საბანკო ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვხედავთ და არ ვინახავთ — მათ ამუშავებს ბანკი (საქართველოს ბანკი ან თიბისი).
  • ჩატის შეტყობინებები: თამაშის ჩატში დაწერილი ინახება 30 დღით, მხოლოდ წესების დარღვევის (შეურაცხყოფა, მუქარა, სპამი) შესამოწმებლად, შემდეგ ავტომატურად იშლება. მათ მხოლოდ თამაშის ადმინისტრაცია ხედავს.
  • თქვენი შეტყობინებები: რჩევა, ხარვეზის აღწერა ან სიტყვა, რომელსაც გვიგზავნით; ხარვეზის შემთხვევაში — ეკრანი, ბრაუზერი და ფანჯრის ზომა.
  • IP მისამართი: გამოიყენება შესვლის, რეგისტრაციის, დადასტურების კოდისა და სტუმრად შესვლის მოთხოვნების რაოდენობის შესაზღუდად (პაროლისა და კოდის გამოცნობისგან დასაცავად) და ამისთვის ინახება არაუმეტეს 24 საათისა. სერვერის ტექნიკურ ჟურნალში ჩანს მოთხოვნის IP მისამართი და დრო; ეს ჟურნალი შეზღუდული ზომისაა და ძველი ჩანაწერები ავტომატურად იშლება.
  • ბრაუზერის მეხსიერება: ჩვენ ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ (Facebook-ით შესვლისას Facebook-ის სკრიპტი თავის ქუქი-ფაილს ინახავს). შესვლის გასაღები და მიმდინარე თამაში ინახება თქვენსავე ბრაუზერში, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა შესვლა არ დაგჭირდეთ; „გასვლაზე“ დაჭერისას ისინი იშლება.

3რას არ ვაგროვებთ

  • რეკლამის, ანალიტიკის ან თვალთვალის მონაცემებს — ასეთ სერვისებს არ ვიყენებთ. ერთადერთი გარე სკრიპტები Google-ით და Facebook-ით შესვლის ღილაკებისაა (იხ. მე-5 პუნქტი).

4ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:

  • თამაშის ფუნქციონირებისთვის: შესვლა, რეიტინგი, თქვენი დონის მოწინააღმდეგის შერჩევა, ჯილდოები, მაღაზია.
  • თქვენთან კომუნიკაციისთვის: ელექტრონულ ფოსტაზე ვაგზავნით მხოლოდ დადასტურების კოდს და პასუხს თქვენს შეტყობინებაზე — რეკლამას არა.
  • ანგარიშის დაცვისა და ხარვეზების გამოსასწორებლად.
  • თამაშის გასაუმჯობესებლად — თქვენი რჩევებისა და ხარვეზების აღწერების მიხედვით.
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

5ინფორმაციის გაზიარება

თქვენს ინფორმაციას არ ვყიდით და არ ვაქირავებთ. ის შეიძლება გაზიარდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • სხვა მოთამაშეებთან: ისინი ხედავენ თქვენს სახელს, ავატარს ან სურათს და რეიტინგს — თამაშისას და რეიტინგის ცხრილში. თქვენს ელექტრონულ ფოსტას ვერავინ ხედავს.
  • მომსახურების მიმწოდებლებთან, რომლებიც თამაშის მუშაობაში გვეხმარებიან — თითოეული იღებს მხოლოდ იმას, რაც მის საქმეს სჭირდება: Hetzner (სერვერი, გერმანია), Google (ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, შრიფტები, Google-ით შესვლა), Meta (Facebook-ით შესვლა), საქართველოს ბანკი და თიბისი (გადახდა).
  • Google-სა და Meta-ს შესვლის სკრიპტები თამაშის გვერდებზე იტვირთება, ამიტომ ისინი, როგორც ნებისმიერი საიტი, საიდანაც რამე იტვირთება, ხედავენ თქვენს IP მისამართს და ბრაუზერს — მათი წესებით.
  • სამართლებრივი მოთხოვნისას — თუ ამას კანონი გვავალდებულებს.
  • თქვენი თანხმობით.

6უსაფრთხოება

კავშირი თამაშთან დაშიფრულია (HTTPS), პაროლები ინახება ჰეშირებული სახით, ხოლო მონაცემთა ბაზა ინტერნეტიდან პირდაპირ მიუწვდომელია. თუმცა ინტერნეტში ინფორმაციის გადაცემა სრულიად უსაფრთხო არასდროს არის, ამიტომ აბსოლუტურ უსაფრთხოებას ვერ გარანტირებთ.

7შენახვის ვადა

მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში გაქვთ; ჩატის შეტყობინებებს — 30 დღეს. წაშლის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში ყველაფერს ვშლით. გადახდის ჩანაწერებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რასაც კანონი მოითხოვს.

8თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე წვდომა და მისი ასლი;
  • მოითხოვოთ ინფორმაციის შესწორება (სახელს პროფილშიც შეცვლით) ან წაშლა;
  • გააპროტესტოთ თქვენი ინფორმაციის დამუშავება;
  • ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა;
  • მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

მოთხოვნისთვის საკმარისია მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე.

9ანგარიშის წაშლა

  1. მოგვწერეთ support@arada.ge-ზე იმ მისამართიდან, რომლითაც თამაშობთ, სათაურით „ანგარიშის წაშლა“.
  2. 30 დღის განმავლობაში წავშლით თქვენს ანგარიშს და მასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს — გარდა გადახდის ჩანაწერებისა, რომლებსაც კანონი გვავალდებულებს — და გიპასუხებთ.
  3. თუ Facebook-ით შედიოდით, თამაშის წვდომა Facebook-შიც გააუქმეთ: პარამეტრები → აპები და საიტები → Arada → წაშლა.
წაშლის მოთხოვნა

10ბავშვები

თამაში ყველა ასაკისთვისაა. 16 წლამდე პირმა ანგარიში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უნდა შექმნას. თუ მშობელი ხართ და ბავშვის ანგარიშის წაშლა გსურთ, მოგვწერეთ.

11ცვლილებები

ეს პოლიტიკა შეიძლება დროდადრო განახლდეს. ცვლილებისას ზემოთ თარიღი შეიცვლება, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ თამაშშივე შეგატყობინებთ.

12საკონტაქტო ინფორმაცია

ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით დაგვიკავშირდით: support@arada.ge.