წესები და პირობები
განახლდა: 2026 წლის 28 ოქტომბერი1ზოგადი
ქართული სიტყვების თამაშს „არადა“ (arada.ge) მართავს შპს „ბრაუნ ვეი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 405896473). ეს პირობები აწესრიგებს თამაშის გამოყენებას და მასში შესყიდვებს. ანგარიშის შექმნით ან შესყიდვით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
2მომსახურება
„არადა“ ონლაინ თამაშია: მოთამაშეები 5×5 დაფაზე ასო-ასო აწყობენ ქართულ სიტყვებს — კომპიუტერთან, შემთხვევით მოწინააღმდეგესთან რეიტინგით ან მეგობართან. თამაში უფასოა. ფასიანია მხოლოდ თამაშის ვირტუალური მონეტები (იხ. მე-4 პუნქტი).
3ანგარიში
- ანგარიშს ქმნით ელექტრონული ფოსტით, Google-ით ან Facebook-ით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ პაროლის დაცვაზე.
- ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ — როგორ. წაშლისას ანგარიშზე დარჩენილი მონეტები და ნივთები იკარგება.
4მონეტები და ფასები
მონეტები თამაშის ვირტუალური ვალუტაა. მათით იძენთ ავატარებს თამაშის მაღაზიაში, მინიშნებას თამაშის დროს და საჩუქარს, რომელსაც სხვა მოთამაშეს უგზავნით. ახალ ანგარიშს 200 მონეტა უფასოდ ერიცხება; მეტი მონეტა იყიდება პაკეტებად.
მონეტების პაკეტები და მიმდინარე ფასები (ქართულ ლარში, ₾):
- ფასები იტვირთება…
ფასი საბოლოოა: მოიცავს ყველა გადასახადს, საბანკო ან სხვა საკომისიო არ ემატება. ფასები შეიძლება შეიცვალოს. ყოველ შესყიდვაზე მოქმედებს ის ფასი, რომელსაც მაღაზიის დადასტურების ფანჯარაში „გადახდაზე“ დაჭერამდე ხედავთ — ბანკის გვერდზე ზუსტად ეს თანხა ჩამოიჭრება ლარში. ფასის ცვლილება უკვე შეძენილ მონეტებს არ ეხება.
მონეტებს არ აქვს ფულადი ღირებულება თამაშის გარეთ: მათი ფულად გადაცვლა, გატანა ან სხვა ანგარიშზე გადატანა (საჩუქრის გარდა) შეუძლებელია.
5გადახდა
გადახდა ხდება საბანკო ბარათით (Visa, Mastercard), Apple Pay-ით ან Google Pay-ით, ბანკის (საქართველოს ბანკის ან თიბისის) დაცულ გადახდის გვერდზე, სადაც თამაშიდან გადაგიყვანთ. ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ — მათ მხოლოდ ბანკი ამუშავებს. თანხა ჩამოიჭრება ლარში.
6მიწოდება
მონეტები ციფრული პროდუქტია — ფიზიკური მიწოდება არ ხდება. ბანკის მიერ გადახდის დადასტურებისთანავე მონეტები ავტომატურად ერიცხება თქვენს ანგარიშს, ჩვეულებრივ რამდენიმე წამში. თუ 24 საათში არ ჩაირიცხა, მოგვწერეთ — გადავამოწმებთ და ჩაგირიცხავთ ან თანხას დაგიბრუნებთ.
7გაუქმება და თანხის დაბრუნება
- გაუქმება: შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ გადახდის დადასტურებამდე — ბანკის გვერდიდან უკან დაბრუნებით. თანხა მაშინ არ ჩამოიჭრება.
- დაბრუნება შეცდომისას: თუ თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ მონეტები არ ჩაგერიცხათ, ან ერთი შეკვეთა ორჯერ ჩამოგეჭრათ, თანხას სრულად დაგიბრუნებთ იმავე ბარათზე.
- ჩარიცხული მონეტები: მონეტები ციფრული შინაარსია, რომელიც შეძენისთანავე მიიწოდება; შესყიდვით თქვენ თანხმდებით დაუყოვნებლივ მიწოდებას, ამიტომ ჩარიცხული მონეტებისთვის 14-დღიანი უარის თქმის უფლება არ მოქმედებს („მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი). თუ ჩარიცხული მონეტები ჯერ არ დაგიხარჯავთ და თანხის დაბრუნება გსურთ, მოგვწერეთ 14 დღის განმავლობაში — თითოეულ მოთხოვნას ცალკე განვიხილავთ.
- როგორ მოითხოვოთ: მოგვწერეთ support@arada.ge-ზე იმ მისამართიდან, რომლითაც თამაშობთ: გადახდის თარიღი და თანხა. ვპასუხობთ 3 სამუშაო დღეში; დადასტურებული თანხა ბარათზე ბრუნდება ბანკის ვადებში, ჩვეულებრივ 3–10 სამუშაო დღეში.
8ქცევის წესები
- აკრძალულია შეურაცხყოფა, მუქარა და სპამი ჩატში, სხვისი ანგარიშის გამოყენება, თამაშის ხარვეზების ბოროტად გამოყენება და ავტომატური პროგრამებით თამაში.
- წესების დარღვევისას შეიძლება შევზღუდოთ ჩატი, ხოლო სერიოზული ან განმეორებითი დარღვევისას — დავბლოკოთ ანგარიში. მონეტები, რომლებიც დარღვევის შედეგად ჩაგერიცხათ, შეიძლება ჩამოგეჭრათ.
- დაბლოკვისას ნაყიდი დაუხარჯავი მონეტების თანხას დაგიბრუნებთ, გარდა თაღლითობისა ან გადახდის გაუქმებისა (chargeback).
9პასუხისმგებლობა
ვცდილობთ, თამაში ყოველთვის მუშაობდეს, მაგრამ შეიძლება დროებით შეწყდეს — განახლების ან ტექნიკური ხარვეზის გამო. ასეთ შემთხვევაში დაკარგულ მონეტებს აღგიდგენთ, თუ ეს ჩვენი შეცდომით მოხდა.
10ცვლილებები
ეს პირობები შეიძლება განახლდეს — მაგალითად, თამაშის ან კანონის ცვლილებისას. ცვლილებისას ზემოთ თარიღი შეიცვლება. მნიშვნელოვან ცვლილებას ძალაში შესვლამდე არანაკლებ 14 დღით ადრე თამაშშივე შეგატყობინებთ; თუ არ ეთანხმებით, შეგიძლიათ ანგარიში წაშალოთ. ცვლილება უკან არ ვრცელდება უკვე შეძენილ მონეტებსა და ნივთებზე.
11მოქმედი კანონმდებლობა
ამ პირობებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. დავას ჯერ მოლაპარაკებით ვცდილობთ მოვაგვაროთ; ვერ მოგვარების შემთხვევაში დავას საქართველოს სასამართლო განიხილავს.
12საკონტაქტო ინფორმაცია
- შპს „ბრაუნ ვეი“, საიდენტიფიკაციო კოდი 405896473
- მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ლეო კვაჭაძის ქ. N 19
- ტელეფონი: +995 591 88 61 80
- ელექტრონული ფოსტა: support@arada.ge